უნივერსიტეტმა მურღულის საშუალო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს  მურღულის საშუალო სკოლის  ქართული ენის ჯგუფის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს უმაღლესი სასწავლებელი, დაინტერესდნენ სასწავლო პროგრამებით, კაბინეტ-ლაბორატორიებით,  ასევე, ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ქალაქი მურღული თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციაში მდებარეობს. მურღულის საშუალო სკოლაში, მსურველთათვის, უკვე მეორე წელია ისწავლება ქართული ენა, როგორც არჩევითი საგანი და მას  ფათიჰ მეიდანი (ცვარიძე) ასწავლის. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა