ღია კარის დღეები ხულოსა და შუახევში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნო. შეხვედრის დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, მოადგილეებთან ლაშა ბოლქვაძესთან და დავით ვანაძესთან და რესურსცენტრის უფროს ედუარდ მიქელაძესთან ერთად ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა