ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (იხ. დანართი 1).

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 20 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №35, ოთახი №211 (პასუხისმგებელი პირი ალექსანდრე გათენაძე. ტელეფონი: 577 11 20 15).

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადას-ტურებელი დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4 სმ, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
ზ) მაგისტრანტობის კანდიდატის ანკეტა.

გამოცდებზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

მისაღები გამოცდები ჩატარდება ბსუ-ის ბიბლიოთეკაში შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35:
ა) მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2014 წლის 16 სექტემბერს (დაწყების დრო - I ცვლა - 12:00 საათი, II ცვლა - 15:00 საათი; III ცვლა- 18:00 საათი):

  • გამოცდის შედეგები გამოცხადდება 17 სექტემბერს;
  • საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 2014 წლის 17, 18 და 19 სექტემბერს ბსუ-ის კანცელარიის მიერ;
  • საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2014 წლის 20 სექტემბერს.

ბ) მისაღები გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2014 წლის 22 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო - I ცვლა - 10:00 საათი, II ცვლა - 13:00 საათი; III ცვლა- 16:00 საათი);

  • გამოცდის შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს;
  • საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 2014 წლის 22, 23 და 24 სექტემბერს ბსუ-ის კანცელარიის მიერ;
  • საპრეტენზიო განცხადებები განიხილება 2014 წლის 25 სექტემბერს.

2014 წლის 16 სექტემბერს ტარდება საკონკურსო გამოცდა უცხო ენებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
უცხო ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენები) საკონკურსო გამოცდა ითვალისწინებს შემდეგ დონეებს:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა არასპეციალისტებისათვის - B1 დონე;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ლინგვისტებისათვის - B2 დონე;

საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში ტარდება წერილობითი სახით. საგამოცდო ტესტი ფასდება 100-ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას.
კონსულტაციები უცხო ენაში ჩატარდება 8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-13:00 სთ. ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები

  დანართი 1
  განცხადება
  ანკეტა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა