აკადემიური საბჭოს 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

(სხდომის ჩატარების დრო: 14 სთ.)

1. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების  უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ.

(მომხს. რექტორის მოადგილე ნ. წიკლაშვილი)

2. ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების  უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ.

(მომხს. რექტორის მოადგილე ნ. წიკლაშვილი)

3. ბსუ-ში სადოქტორო პროგრამების განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ.

(მომხს. რექტორის მოადგილე ნ. წიკლაშვილი)

4. „გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის №05 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

(მომხს-ები: რექტორის მოადგილე თ. სირაძე;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

5. „ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 5 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

(მომხს.: სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თ. მაჭუტაძე)

6. ბსუ-ს ზოგიერთი ფაკულტეტის რეორგანიზაციის შესახებ.

(მომხს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი მ. ხალვაში)

7. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მედიცინის დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

 (მომხს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის

ფაკულტეტის დეკანი მ. ქორიძე)

8. ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ.

(მომხს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ა. ბერიძე)

9. ბსუ-ში მოქმედ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

(მომხს. ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის

ხელმძღვანელი თ. ნაკაშიძე-მახარაძე)

მიმდინარე საკითხები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა