ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების მორიგი წარმატება

სურათი

10 თებერვალს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტულ-კულტურული ღონისძიების ფარგლებში გამართულ მკლავჭიდის ტურნირში ბსუ-ს ნაკრებმა საპრიზო ადგილები მოიპოვა. ბსუ-ს მკლავჭიდელებს თასები, მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. სპორტულ-კულტურული ღონისძიების ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრსა და სპორტსმენს მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის.  აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ყოველწლიურად გაიმართება.

ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილები:

მუხრან ქამადაძე - I და  II ადგილები; 65 კგ. წონითი კატეგორია

პაატა მახარაზე - II ადგილი, მარცხენა ხელი; 75 კგ. წონითი კატეგორია

ბადრი აბულაძე - II ადგილი, მარჯვენა ხელი; 65 კგ. წონითი კატეგორია

ლუკა ცანავა - III ადგილი;  75 კგ. წონითი კატეგორია

ომარ გობაძე - III ადგილი; აბსოლუტური წონითი კატეგორია

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა