რექტორმა 2017 წლის ანგარიში წარადგინა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აკადემიური საბჭოს წევრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2017 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. რექტორმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქმიანობა ძირითადად წარიმართა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების და რექტორის სამოქმედო გეგმების შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით: სასწავლო პროცესიის სრულყოფა, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაცია, სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესება, ავტორიზაციისა  და აკრედიტაციის პროცესებისათვის მზადება, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება,  სოციალური პროექტები და სხვა აქტივობები. ასევე, ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო აქტებსა და ღონისძიებებზე. დეტალურად განიხილა ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტმა 2017 წელს განახორციელა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა