სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში:

      ა) სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილება;

     ბ) კულტურისა და სპორტის განყოფილება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

ბ) საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებისათვის სტუდენტთა მხარდაჭერა, სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური/სამეცნიერო/შემეცნებითი ხასიათის  და საქველმოქმედო სახის შემოქმედებითი სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების, მუსიკალური ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის შესახებ სტუდენტთა ინიციატივების წარმოდგენა, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების/უნივერსიადების ორგანიზება, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, უნივერსიტეტის სახელით რეგიონალურ და რესპუბლიკურ უნივერსიადებში და სტუდენტურ დღეებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ვ) უნივერსიტეტის სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მათი მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება და უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმაზე ზრუნვა, მათი ნიჭისა და სურვილის შესაბამისად;

ზ) საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების, პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაცნობა;

თ) სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, მათი ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი სასწავლო პროცესთან დაახლოებისა და სამომავლოდ, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად;

ი) სტუდენტების დახმარება მათი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში; 

კ) სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინფორმაციის გაცვლა, შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ლ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი ინტეგრირების მიზნით და შესაბამისი წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წარდგენა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

დეპარტამენტის უფროსი - ლევან ტარიელაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995(422) 29 42 42;    

ელ. ფოსტა: 

მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, პირველი სართული.

  პერსონალის ფუნქციათა (სამუშაო) აღწერილობა
  დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა