„მშენებლობის და არქიტექტურის პრობლემები“

სურათი

მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მშენებლობის და არქიტექტურის პრობლემები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ხუთდღიანი სამეცნიერო სესიის მიზანია მშენებლობასა და არქიტექტურაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გადაჭრა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში  8 ქვეყნის 250 პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ჩაერთვება. მონაწილეები ოთხ სექციაში ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობასთან, ტრანსპორტის, არქიტექტურისა  და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციები:

  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა, სამშენებლო კონსტრუქციები;
  • ტრანსპორტის პრობლემები მშენებლობაში;
  • არქიტექტურის პრობლემები;
  • საინჟინრო სისტემები და ანალიზი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სომხეთის არქიტექტურულ-სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტი;
  • პეკინის მშენებლობისა და არქიტექტურის უნივერსიტეტი;
  • ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
  • სანკ-პეტერბურგის არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • განათლებისა და მეცნიერების პროგრესი.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა