საჯარო ლექცია გენდერული უთანასწორობის საკითხებზე

სურათი

2017 წლის 5 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13:30-ზე გაიმართება ლექცია-დისკუსია, თემაზე : ,,გენდერული უთანასწორობის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები". ლექცია-დისკუსიის ორგანიზატორია ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი". მოხსენებას წაიკითხავს მკვლევარი სოციალურ მეცნიერებებში მაია ტაბიძე.

სემინარი შეეხება გენდერული უთანასწორობის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს - პასუხს გავცემთ კითხვებს თუ როგორ ხდება და ხდებოდა ქალების დამორჩილება სხვადასხვა ინსტიტუტების და სისტემების მიერ. მეორე ნაწილი მიმოიხილავს სქესის და გენდერის მიმართ მიდგომების ცვლილებას დროთა განმავლობაში - როგორ იცვლებოდა არგუმენტები ქალების ,,არასრულფასოვნებასთან" დაკავშირებით და იკარგებოდა ქალების წინააღმდეგობის ამბები ისტორიაში? სემინარი იქნება ინტერაქციული: გელით თამაშები და საინტერესო დისკუსიები.

პროექტი ხორციელდება ,,ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა