საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“ დასრულდა

სურათი

დღეს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  - „ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“ დასრულდა. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე შეხვდა. დავით გაბაიძემ სტუდენტებს აჭარის სტატუსზე, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე მის ძირითად პრინციპებზე, შიდა სახელმწიფოებრივი და ევროპული სამართლის ურთიერთგავლენაზე და სხვა საინტერესო საიკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.  

ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ  როგორიცაა: „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჩარჩო ევროკავშირის სამართალში“, „ინტერპრეტაცია შიდა ბაზარზე და უმცირესობათა უფლებები ევროკავშირში“, „ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტია“, „ტრანსნაციონალური პოლიტიკური ნიშნები ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში“, „ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია და შიდა კონსტიტუცია“ და ა.შ.

ტრადიციულ ინგლისურენოვან  საზაფხულო სკოლაში 6  ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობდა (19 უცხოელი და 6 ქართველი სტუდენტი), მათ შორის  აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ესტონეთი, თურქეთი და რუმინეთი.

საზაფხულო სკოლაში ადგილობრივ პროფესორებთან ერთად  ავსტრიიდან,  ლიტვიდან და  უკრაინიდან მოწვეული პროფესორები მონაწილეობდნენ.  საზაფხულო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება. ასევე ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის პროექტის  ფარგლებში შექმნილი ქსელი „ევროპისმცოდნეობის განვითარება კავკასიაში.“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა