რეზიდენტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სუბსპეციალობის პროგრამაზე - „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2017 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის  ჩათვლით, 10სთ-იდან 17სთ-მდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

გ) მაძიებლის მოწმობა/ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ავტობიოგრაფია (cv);

ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა