წარმატებით გაიარა ავტორიზაცია შვიდმა ახალმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ

სურათი

წარმატებით გაიარა ავტორიზაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდმა ახალმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ. ბსუ 2017-2018 სასწავლო წელს განახორციელებს შემდეგ პროგრამებს: მეფუტკრე (III საფეხური), ვებპროგრამისტი (V საფეხური), ვებინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური), ვებინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური), ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი (III საფეხური), ბუღალტერ-ტექნიკოსი (III საფეხური) და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (V საფეხური).

უნივერსიტეტი ასევე გამოაცხადებს მიღებას პროგრამებზე: ბანკის მოლარე-ოპერატორი (III საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური), ფარმაცევტის თანაშემწე (IV საფეხური), ბიბლიოთეკარი (IV საფეხური), კორესპონდენტი (III საფეხური), არქიტექტორ-ტექნიკოსი (IV საფეხური) (მოდულური პროგრამა), მშენებლობის მწარმოებელი (IV საფეხური), სარესტორნო საქმისწარმოება (III საფეხური) და კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური).
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა