საქართველოს პრეზიდენტი ბსუ-ს ათ საუკეთესო სტუდენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

სურათი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-სამეცნიერო პროექტებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და მატერიალურ ბაზას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრეზიდენტის ფონდი ბსუ-ს ათ საუკეთესო სტუდენტს  სახელობით სტიპენდიას დაუნიშნავს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა