IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი სულიერების ბალავარი“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჩვენი სულიერების ბალავარი“. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოსა (ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, გორი) და უცხოეთის (პოლონეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომხეთი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.

ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი მოხსენება. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ეროვნული ცნობიერების, პოლიტიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფილოლოგიის, ფოლკლორის, ტოპონიმიკის, ტურიზმის, ეკონომიკის და სხვა სამეცნიერო დარგის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე რელიგიური ასპექტების გათვალისწინებით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა