წიგნის „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ წარდგინება

სურათი

წიგნის „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ წარდგინება  გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კრებული გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული საგრანტო სამეცნიერო პროექტის „სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა“ ფარგლებში და მასზე 2013-2016 წლებში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობდა. წიგნში წარმოდგენილია დღემდე უცნობი მასალები ქართველ კათოლიკეთა სტამბულის ეკლესია-მონასტრის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცული პუბლიცისტური და კერძო წერილები, მემუარული ჩანაწერები, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნული მთავრობის საქმიანობის ამსახველი მასალები, სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების მქონე ისტორიული წყარო.

წიგნს თან ერთვის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები და საარქივო დოკმენტების ასლები.
კრებული განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, ბევრ ახალ ცნობას მიაწვდის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურისმცოდნეობის, თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის საკითხებით დაინტერსებულ მკვლევარებს.

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა არქივსა და ბიბლიოთეკაში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
პრეცენტაციის ფარგლებში შედგა სტამბოლის ქართული სავანის ამსახველი ფოტოგამოფენა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა