„გერმანული ენის თვე“ - „სამი ქვეყანა - ერთი ენა“

სურათი

„გერმანული ენის თვე“ სლოგანით - „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლიან ისტორიაზე ისაუბრეს, გერმანული ენის შემსწავლელი პროგრამები და გერმანულენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პირობები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ცოფურიშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქალები გერმანულენოვან სამყაროში“. ასევე გაიმართა საინფორმაციო გამოფენა და ვიქტორინა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა