„ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეების“ პრეზენტაცია

სურათი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის (პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, ასისტ.-პროფესორი გიორგი თავაძე) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (პროფ. ლალი ზაქარაძე) ერთობლივი ორგანიზებით წიგნის: „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები (ბერჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში)“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა და სამეცნიერო რედაქტორები არიან: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე. ნაშრომი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნები საჩუქრად გადაეცა ბსუ ბიბლიოთეკას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბიბლიოთეკებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა