საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ წინაშესარჩევი ტური

ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამისთვის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ დოქტორანტობის კანდიდატების შესარჩევად და მოსამზადებლად.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი  ფინანსდება გერმანული სამეცნიერო ფონდ Volkswagenstiftung-ის მიერ და ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიაში კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა (ან დაამთავრებს 2017 წლის 1-ელ  სექტემბრამდე) შემდეგი მიმართულებით: ფილოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდენობა, თარგმანმცოდენობა, ლექსიკოგრაფია...),  ისტორია  (სიძველეთმცოდენობა,  წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის  კვლევები), საზოგადოებათმცოდნეობა (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტოლოგია) ფოკუსით კავკასიის რეგიონზე.

საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის პროფესორ მანანა თანდაშვილთან (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) ბსუ-ში გაიმართება 23 დეკემბერს 12.00 საათზე 309-ე (უნივერსიტეტის III კორპუსი) აუდიტორიაში.

დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროფ. რამაზ ხალვაშს, ტელეფონი: 593357957.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა