საკონსულტაციო ცენტრი სტუდენტებისთვის

სურათი

ძვირფასო სტუდენტებო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, №17 აუდიტორიაში სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს კონსულტაციებს გაუწევენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად გააცნობენ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემას, სოციალურ პროგრამებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციას, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს, სტუდენტთა უფლებებსა და მოვალეობებს, სპორტულ და კულტურულ ცხოვრებას. საკონსულტაციო ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა