საჯარო ლექციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე

7 და 8 ივნისს, 12:00-14:00-ზე, N-55-ე აუდიტორიაში ჩატარდება ორგანიზაცია ,,იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, არქიტექტორ ნატო ცინცაბაძის საჯარო ლექციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე. ლექციათა ციკლი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

ლექცია 1. მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენცია და საქართველო

ლექცია შეეხება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის დაფუძნების მოკლე ისტორიას, მის მიზნებსა და ამოცანებს. განხილული იქნება საქართველოს (როგორც კონვენციის წევრი ქვეყნის) და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თანამშრომლობის ბოლო პერიოდი და საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ფაქტობრივი და ოფიციალური მდგომარეობა დღეისთვის.

ლექცია 2. ავთენტიკურობის პრობლემები მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის დროს

ლექცია შეეხება ავთენტიკურობის ცნების ჩამოყალიბების მოკლე ისტორიას. ლექციაში განმარტებულიიქნება ავთენტიკურობის დაცვის პრობლემები ათენის აკროპოლისის და ბაგრატის კათედრალის რეკონსტრუქციის და ასევე სხვა პრაქტიკული მაგალითების განხილვით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა