უნივერსიტეტი საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ფარგლებში რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობს

რუსთაველის თეატრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ

საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტს

,,სტურუას შექსპირის სამყარო“

2 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ფარგლებში რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობს.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,ჰამლეტი“ ვიდეოჩვენება, გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ფოტო მასალა, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირულ დადგმებს ასახავენ.

,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების და თეატრალური დადგმების შესწავლასა და შემდგომ კვლევას. ღონისძიება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება და სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას ითვალისწინებს.

პროექტის ავტორი ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა