ორგანიზაცია "მოქალაქე" იწყებს პროექტს "სტუდენტები თვითმართველობისათვის"

"გახდი მოქალაქე"

პროექტი: „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“

ორგანიზაცია „მოქალაქე“ იწყებს პროექტს „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია:

  • ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
  • საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
  • თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.


ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:

  • სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
  • სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/StudentsForGeorgia
რეგისტრაცია იწარმოებს 7 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ვებვერდებზე:
www.mokalake.ge online.naec.ge www.naec.ge

გისურვებთ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა