სტუდენტური პროექტი „მოტივატორი“ სექტემბრის ბოლოს დასრულდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამული მიმართულების პროფესორ მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივით შექმნილი მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „რევოლუციის“ მიერ ორგანიზებული პროექტი - „მოტივატორი“ სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტი 4 ეტაპისგან შედგებოდა და მასში 24 კონკურსანტი ღებულობდა მონაწილეობას. პროექტის ფაგლებში კონკურსანტებს საშუალება მიეცათ ემუშავათ სხვადასხვა კომპანიებში და მათთვის მარკეტინგული მომსახურება გაეწიათ.

მუშაობის პროცესში სტუდენტებმა შეიძინეს მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ლიდერობის უნარ-ჩვევები, დახვეწეს პიროვნული თვისებები, მოლაპარაკებისა და გაყიდვების ხელოვნების უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდათ დროის კონტროლისა და ფინანსების ოპტიმალურად გამოყენების უნარი. ასევე მიიღეს ბიზნეს და სახელმწიფო სექტორში არსებული ცოდნა და გამოცდილება, რაც სამომავლოდ მათ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

ამჟამად პროექტის დასკვნითი - მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს და მასში 12 კონკურსანტი აგრძელებს მონაწილეობას. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია ”რევოლუცია” გამოავლენს 6 გამარჯვებულს, რომლებიც ამ კომპანიაში დასაქმდებიან.

დასკვნითი ეტაპის პრეზენტაცია 29 სექტმბერს, 18:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

დასწრება თავისუფალია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა