გერმანიაში სწავლის მსურველთათვის

გერმანიაში სწავლის მსურველთათვის სტუდენტური ინიციატივა ”კოპერნიკუსის ” სტიპენდიები


სტუდენტური ინიციატივა ”კოპერნიკუსი” აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სამართლის, ეკონომიკური, სოციალური ან ჰუმანიტარული ფაკულტეტების წარჩინებულ 10 სტუდენტს (რომელთაც სამშობლოში მინიმუმ 4 სემესტრი აქვთ გავლილი) სთავაზობს გერმანიაში სწავლის შესაძლებლობას. პროგრამა მოიცავს ერთი სემესტრის განმავლობაში (4 თვე) სწავლას მიუნხენის ან ბერლინის უნივერსიტეტებში და შემდგომ 2 თვიან სტაჟირებას ადგილობრივ კომპანიებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

გერმანული ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა, ვინაიდან სწავლა გერმანულად მიმდინარეობს.

მიმწვევი მხარე სრულად ფარავს სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევასა და მგაზავრობას. სტუდენტებს ასევე მიეცემათ ყოველთვიური სახარჯო თანხა.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: http://www.copernicus-stipendium.de


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა