„თანამონაწილეობითი კვლევა განათლების მართვაში“

სურათი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,განათლების მართვის პროექტის“ (EMP) ფარგლებში რსუ-ში ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,თანამონაწილეობითი კვლევა განათლების მართვაში“. კონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია განათლების პოლიტიკის გაუმჯობესება, მართვის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება და განათლების მართვისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დანერგვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები, განათლების ადმინისტირირების სამაგისტრო პროგრამის და განათლების პროგრამების პროფესორები, რსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელები, მასწავლებლები, სამაგისტრო პროგრამების აბიტურიენტები და სამივე უნივერსიტეტის პედაგოგიური პროგრამების კურსდამთავრებულები.

კონფერენციაზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების პროგრამები წარადგინა განათლების ფაკულტეტის პროფესორმა ნანა მაკარაძემ, ილია ჭავჭვაძის უნივერსიტეტის - პროფესორმა სიკო ჯანაშიამ და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების პროგრამები - პროფესორმა მაია ახვლედიანმა.

მონაწილეებს განათლების მართვის პროექტი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ემეთ მორიმ გააცნო. ლოსანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვალ რასტმა ახალი სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურაზე, თავისებურებებსა და კონცეპტუალურ ინოვაციაზე ისაუბრა. ლოსანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ეუგენ ტუკერმა მოხსენება წაიკითხა განათლების ლიდერთა თანამედროვე სტანდარტებზე და პროგრამაში სტანდარტების ასახვაზე, ხოლო ლოსანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ბაზ ვილსმა ,,თანამონაწილეობითი კვლევა განათლებაში“ წარმოადგინა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა