საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი. 12 უმაღლესი სასწავლებლის 65 სტუდენტი 2 დღის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიისა და მშენებლობის სექციებში მუშაობდა. სიმპოზიუმი სტუდენტთა თვითმმართველობისა და სტუდენტთა სამეცნიერი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

სიმპოზიუმის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების, ობიექტების, ლაბორატორიების, საწარმოებისა და ძველი ბათუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისა. ხოლო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მათ დარგის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა და მოხსენებები კრებულში დაიბეჭდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა