პროექტ ,,ერაზმუს მუნდუსის“ კონსორციუმის წევრთა შეხვედრა

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ ერაზმუს მუნდუსის (ლოტი 6) ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრთა შეხვედრას უმასპინძლა. ერაზმუს მუნდუსის კოორდინატორმა, პროფესორმა ტანია კაპიკმა პროექტის ახალი პროგრამა ERASMUS MUNDUS Action 2 Partnership for Georgia, Armenia and Azerbaijan (Lot 6) წარადგინა და საუკეთესო ქართველი ერაზმუსელი სტუდენტი ხათუნა გოგიშვილი დააჯილდოვა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 19 პარტნიორი უნივერსიტეტის პროექტის მენეჯერები და პროგრამის მონაწილეები.

Erasmus Mundus-ი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა, რომლის მიზანია პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხის ამაღლება, მობილობის ხელშეწყობა და ევროპის საგანმანათლებლო უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

აღსანიშნავია, რომ 2007-2008 წელს საუკეთესო ქართველ ერაზმუსელად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თინათინ ზოიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ერაზმუსელად საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ამევე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ინგა ცინცქილაძე აღიარეს. მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტდან 29 სტუდენტი და 3 აკადემიური პირი გაემგზავრა.

Erasmus Mundus-ის პროგრამაში საქართველოს 4 უნივერსიტეტი მონაწილეობს. ესენია: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus Mundus-ის პროგრამა საქართველოში მესამე წელია ხორციელდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა