ვახტანგ შამილაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 43-ე აუდიტორიას ცნობილი ქართველი ეთნოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, სრული პროფესორის ვახტანგ შამილაძის სახელი მიენიჭა. ღვაწლმოსილი პროფესორის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, რსუ-ს რექტორის მოადგილემ ირაკლი ბარამიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მეცნიერის ღვაწლი, მიღწევები და განვლილი გზა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა