უნივერსიტეტში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილე აღინიშნა

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ადღგენის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში, დოქტორმა ჰუსეინ ნაჯაფოვმა და აისელ ნაჯაფოვამ მთავრობის წევრებისათვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის მოხსენებები წაიკითხეს ქვეყნის ისტორიაზე, დღევანდელობასა და მიღწევებზე. დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ერთობლივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. დაიგეგმა შოთა რუსათველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაქოს სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. რსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ხუთი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ქალაქ ბათუმში.

საიუბილეო შეხვედრაზე ნაჩვენები იყო აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში, დოქტორმა ჰუსეინ ნაჯაფოვმა უნივერსიტეტის ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდს საჩუქრად წიგნები გადასცა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა