„კულტურული პოლიტიკის ახლებური გააზრება“

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით: „კულტურული პოლიტიკის ახლებური გააზრება“. კონფერენცია შვედური სახელოვნებო ორგანიზაცია Intercult -ის პროექტ Corners Caucasus Xpedition -ის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანია ევროპის კუთხეებში მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით პროექტების მომზადება, რეგიონის ტრადიციული ხედვის შესწავლა და განსხვავებული, საინტერესო იდეის წარმოჩენა. უნივერსიტეტს 10 ქვეყნის 30 ხელოვანი და პროდიუსერი ეწვია, რომელთაც ქართველ კოლეგებს კავკასიური ექსპედიციის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. დაგეგმილია ახალი მიდგომების შემუშავება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და კულტურული ტურიზმის განვითარება.

პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და Intercult-ს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასა და აჭარაში შვედ ექსპერტთა მოწვევაზე, რომლებიც დაეხმარებიან კულტურულ დაწესებულებებს მენეჯმენტის გაუმჯობესებაში.

პროექტ Corners Caucasus Xpedition -ის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ექსპედიცია, რომელიც ნორვეგიიდან დაიწყო და ცხრა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შედგება. ესენია: საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა, სლოვენია, ბულგარეთი, პოლონეთი, სერბია, ხორვატია და შვედეთი.

პროექტი Corners Caucasus Xpedition -ი 6 ევროპული ორგანიზაციის პარტნიორობით, ევროკავშირის ხელოვნების კულტურის პროგრამის ეგიდითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა