„სოციალური სამუშაოს განათლებისა და პროფესიის განვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“

სურათიევროკომისიის TEMPUS-ის პროგრამის ხელშეწყობით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სოციალური სამუშაოს განათლებისა და პროფესიის განვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. კონფერენციაში ქართველებთან ერთად ბრიტანელი, სლოვენიელი, ლიტველი, ლატვიელი და უკრაინელი წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მეორე წელია რსუ ჩართულია სოციალური მუშაობის აკადემიური განვითარების პროგრამაში, რომლის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებელის 8 პროფესორ-მასწავლებელმა გადამზადება გაიარა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს სამსემესტრიანი სერტიფიცირებული კურსები ხორციელდება, უახლოეს მომავალში კი სოციალური სამუშაოს საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდება.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა