ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი2011-2012 სასწავლო წელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მიულოცა და ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტები და სიახლეები გააცნო. წლის ძირითადი პრიორიტეტი სწავლების ხარისხის, სამეცნიერო კვლევა-ძიების, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა არის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტურიზმის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლასა და სტაჟირებას. ტურიზმის ფაკულტეტი 130 პირველკურსელთან ერთად პირველად შეხვდა ახალ სასწავლო წელს. ერთიანი ეროვნული გამოცდებით უმაღლეს სასწავლებელში სულ 1 260 სტუდენტი ჩაირიცხა.

უნივერსიტეტელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე მიულოცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ, რსუ-ს ემერიტუსმა ანზორ დიასამიძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, პოეტმა ვახტანგ ღლონტმა, აჭარის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ნოდარ ფუტკარაძემ, ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ დარჩიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა დალილა დევაძემ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა