თანაშრომლობის მემორანდუმი

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალთან, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა სასწავლო და პროფესიული პრაქტიკის გავლას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას.

მხარეები, დარგობრივი კომპეტენციის ჩამოყალიბების მიზნით, მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა (ინფორმაციის გაცვლა, მეთოდური დახმარება და ა. შ.) და ექსპერტიზის ჩატარებაში. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები. შეთანხმებისამებრ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ასევე ისარგებლებენ პარტნიორი ორგანიზაციების ბიბლიოთეკებით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა