მემორანდუმი გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების ევროპულ უნივერსიტეტთან

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების ევროპული უნივერსიტეტის დეკანმა სტეფან ბეჰრინგერმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ტურიზმის სფეროში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ონლაინ-ბიბლიოთეკის გამოყენებას, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ითვალსიწინებს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დელეგაციის წევრები ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ და გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების ევროპული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა