საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისადმი მიძღვნილი კვირეული

სურათი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისადმი მიძღვნილი კვირეული ესეების კონკურსით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს ორგანიზებით უშიშროების არქივში არსებული საბჭოთა ოკუპაციისა და ტერორის ამსახველი გრიფით საიდუმლო ფოტობანერების გამოფენა მოეწყო სახელწოდებით ,,წითელი ისტორია და აჭარა’’, გაიმართა ამავე უწყების მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის’’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, შალვა ნუცუბიძის დაპატიმრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „დატყვევებული გონი(ერი)“ ჩვენება და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა