სამეცნიერო კონფერენცია დოქტორანტებისათვის

სურათიდოქტორანტებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო. ახალგაზრდა მკვლევრებს სესიის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ელიზაბეტ ფენორმა. საქართველოს ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გერმანისტიკის მიმართულების დოქტორანტები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, სამეცნიერო კვლევის შედეგებს წარმოადგენენ და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენცია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა