უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათიოთხდღიანი ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. დელეგაციის ხემძღვანელი, სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ემზარ ძირკვაძე, წევრები ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე, განათლების და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მარინა ქორიძე, განათლების და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ინგა შამილიშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ასისტენტ პროფესორ მიხეილ დონაძე ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს - გაბიბეილი ისა აკპერ ოღლის, პრორექტორებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოქტომბერში ეწვევიან.

ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:

• ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების (სიმპოზიუმები, ფორუმები) ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

• 2013 წლიდან ნახჭევანის, ყარსის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართება და ტრადიციად დამკვიდრდება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,ელექტრონული უნივერსიტეტი”.

• მხარეთა ინიციატივით, ქალაქ ბათუმში ჩატარდება და ტრადიციად დამკვიდრდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,ევროაზიური აზროვნება - ტრადიციები და თანამედროვეობა”.

• ბოლონიის პროცესის შესაბამისად, ორ უნივერსიტეტს შორის, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდნტთა მობილობა.

• პარტნიორი უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. საწყის ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან ინგლისური, რუსული და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები. ასევე ჩატარდება ლექციები ონლაინ რეჟიმში.

• დაიგეგმა უნივერსიტეტების დღეეების ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების განხორციელება.

• უნივერსიტეტებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების და უნივერსიტეტების განვითარებაში მონაწილეობისათვის ფორმების განსაზღვრის მიზნით (გერონტოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, კულტურათაშორისი ურთიერთობები, მათემატიკა, სამედიცინო მეცნიერებები და ა. შ.).

• გააქტიურდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტთა ტურები ჩატარდება აჭარისა და აზერბაიჯანის ტურიზმის დეპარტამენტებთან, ტუროპერატორებთან ერთად;

• ბოლონიის პროცესის შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი გაივლის სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას (3 სტუდენტი - არქეოლოგია, 3 სტუდენტი - ბიომრავალფეროვნება, 3 სტუდენტი - ტურიზმის მიმართულება).

• პარტნიორი უნივერსიტეტები შეთანხმდნენ სამეცნიერო სტატიების, შრომების, მონოგრაფიების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ერთობლივ რეცენზირებაზე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა