ნახჭევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ იუსუფ ტალიბოვმა უნივერსიტეტს საჩუქრად მაღალტექნოლოგიური აპარატურა გადასცა

სურათიქ. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა გუსეინ ნაჯაფოვმა უნივერსიტეტს ნახჭევანის ა.რ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ვასიფ იუსიფ ტალიბოვის საჩუქარი - თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურა გადასცა. სტუმრებმა რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ედიშერ ჩავლეიშვილთან და დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ინიციატივით ნახიჩევანის უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას საფუძველი რამდენიმე ხნის წინ ჩაეყარა. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უნივერსიტეტის რექტორთან ერთად საპასუხო ვიზიტით ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში ორი რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ იუსუფ ტალიბოვმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად 2 ,,ჭკვიანი დაფა“, 10 კომპიუტერი შესაბამისი აღჭურვილობით, 10 პრინტერი, 2 ლეპტოპი და 2 პროექტორი გადასცა. აპარატურით ორი კაბინეტი აღიჭურვება, სადაც იგეგმება ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, საზაფხულო სკოლების ჩატარება. ამავე კაბინეტებში აზერბაიჯანულ ენოვან მოქალაქეებს ქართული ენის, ხოლო დაინტერესებულ პირებს - აზერბაიჯანული ენის შესწავლა შეეძლებათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა