რექტორის არჩევნები

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა. აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს ერთხმად დაუჭირა მხარი და მეორე ვადით აირჩია. კენჭისყრის დაწყებამდე რექტორობის კანდიდატმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნო და უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. უნივერსიტეტში დაინერგება ინტეგრირებული სწავლება, ელექტრონული საგანმანათლებლო პროგრამები და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები. შეიქმნება საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ჟურნალი, გაიზრდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა. ასევე ჩამოყალიბდება სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ეფექტური მართვის სისტემა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა