პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება

სურათიცნობილი ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ფრიდონ ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიხსენეს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მწერლის საფლავთან შეკრებილებმა მის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი პოეტის ხსოვნას და განსასვენებელი ყვავილებით შეამკეს. 17 მაისს ფრიდონ ხალვაში 87 წლის გახდებოდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა