სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში ყველა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის 180 სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს ოცდაერთი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სტუდენტებს მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საუკეთესო ნაშრომები უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კრებულში დაიბეჭდება. კონფერენციის გახსნაზე სტუდენტთა რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში გამარჯვებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

  კონფერენციის განრიგი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა