საჯარო ლექცია ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე

სურათიალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კვირეულის ეგიდით შოთა რუსთაველის დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია გაიმართა ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ასოცირებულმა პროფესორებმა ლეილა ახვლედიანმა და ვახტანგ ბერიძემ ატოპიური დერმატიტის, კვებითი ალერგიის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულთა კლინიკური და დიაგნოსტიკური მნიშვნელობა) თავისებურებებზე და სხვა ალერგიული დაავადებების სპეციფიკაზე ისაუბრეს. საჯარო ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის აჭარის ფილიალის ორგანიზებით ჩატარდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა