ტურიზმის ფაკულტეტის სამი სტუდენტი ერთწლიანი სასწავლო პროგრამით ნორვეგიაში გაემგზავრება

სურათინორვეგიის ტელემარკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს ყოველწლიურად ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტის ერთწლიან სწავლებას პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელში ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სპეციალობაზე. მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ ინგლისური ენის ცოდნის, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარის მიხედვით შეარჩია. 45 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 10 სტუდენტი გადავიდა, რომელთაც ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა თემურ აბესაძემ და ფრუდე ლენგიმ 26 მარტიდან 6 აპრილამდე ტრენინგები ჩაუტარეს. მათგან სამი საუკეთესო სტუდენტი თამთა ქარცივაძე, თამაზ მახარაძე და ეთერ ჯინჭარაძე 2012 წლის 15 აგვისტოდან სწავლას ნორვეგიაში განაგრძობენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა