ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა

სურათი

რსუ-ს სააქტო დარბაზში ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. მომავალ სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები უსურვა რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სტუდენტებმა დავით ბენდელიანმა და სოფო უმეთაძემ წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, უცხოეთში სწავლების პირობებზე, სტიპენდიებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. აბიტურიენტებთან შეხვედრა კონცერტით დასრულდა, რომელშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“, მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები „კარიკატურა“, ვაჟთა ფოლკლორული, გოგონათა ვოკალური და თანამედროვე ცეკვების ანსამბლი „M-style 13“ მონაწილეობდნენ.

ოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სახის სტიპენდიები და სოციალური პროგრამები:

  1. 1-ლი კურსის სტუდენტებს, რომელებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ რსუ-ს შესაბამის ფაკულტეტს/სპეციალობას და მე-4 არჩევით საგანში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით;
  2. პირველად, სწავლების მეორე სასწავლო წლიდან უწყვეტი კარგოსანი, 81 ქულის მქონე სტუდენტები მიიღებენ 50 ლარიან სტიპენდიას, ხოლო წარჩინებული, 91 და მეტი ქულის მქონე სტუდენტები - 100 ლარიან სტიპენდიას;
  3. წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, კონკურსის საფუძველზე ენიშნებათ სახელობითი სტიპენდია 150 ლარის ოდენობით;
  4. სოციალურად დაუცველ, წარჩინებულ სტუდენტებს, კონკურსის საფუძველზე ენიშნებათ ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია 312 ლარის ოდენობით;
  5. დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;
  6. სოციალურად დაუცველი კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ღებულობენ თანადაფინანსებას სწავლის გადასახადისათვის;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა