91 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

სურათისაბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით სამეცნიერო სესია გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „1921 წლის 25 თებერვალი“, „1921 წლის თებერვალი და საერთაშორისო საზოგადოებრიობა“ და „1921 წლის 25 თებერვალი ქართულ მწერლობაში“. განიხილეს იმ დროისათვის საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ანექსიის გამომწვევი მიზეზები და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 1921 წლის 25 თებერვალს სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სამეცნიერო სესია ოკუპაციის ამსახველი ფოტო-კოლაჟითა და ინტელექტუალური თამაშით დასრულდა, რომელშიც ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა