საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა

სურათი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით შაქარაშვილი და აჭარისა და გურიის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი თენგიზ სარჯველაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სტაჟირების პროგრამა გააცნეს. კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსის გავლისა და დასაქმებისა. სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკის გაცნობაში. გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

კონკურსი ცხადდება საგამოძიებო დეპარტამენტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამმართველოებში:

1. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
2. ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
3. თბილისის მთავარი სამმართველო;
4. ქვემო ქართლის სამმართველო;
5. კახეთის სამმართველო;
6. მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
7. შიდა ქართლის სამმართველო;
8. სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
9. იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;
10. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
11. აჭარის და გურიის სამმართველო.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი– პროფესიული ტესტირება;
II ეტაპი–ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში;
III ეტაპი–გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 2012 წლის 20 იანვრიდან – 2 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებ-გვერდს

რეგისტრაციისათვის ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ აჭარის და გურიის სამმართველოს.
მისამართი: ქ. ბათუმი. ფიროსმანის ქ. №5ა
ტელ: (032) 226 17 81

ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე : (032) 226 10 26


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა