„ერაზმუს+“-ს გაცვლითი პროგრამის კონკურსი ზალცბურგის უნივერსიტეტში

სურათი

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად რეგიონალური (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა)   მასშტაბით ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). მობილობა განხორციელდება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის/გაზაფხული სემესტრში.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.plus.ac.at/politikwissenschaft-und-soziologie/abteilung-politikwissenschaft/studium/erasmus/erasmus-incoming/

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუსის“/„ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

წარსადგენი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

პირველი ეტაპი - საბუთების მიღება

2023 წლის  21 მარტი - 21 აპრილი (15:00 საათამდე) - მიღება ელექტრონულ    ბმულზე:  https://registration.bsu.ge/Registration-2.php და სტუდენტური პორტალის მეშვეობით.

მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2), გერმანულ ენაში (დამატებით).

2023 წლის 26 აპრილი (საგამოცდო ცენტრი);

ტესტირების გავლის ვალდებულებისგან  თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.

 მესამე ეტაპი - საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში   არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილისა.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა