პროგრამირების ქსელი აჭარაში

სურათი

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივითა და თბილისის კომუნიკაციის სკოლის ორგანიზებით იწყება პროექტი -"პროგრამირების ქსელი აჭარაში" რომელიც, გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ დაეუფლოთ პროგრამისტის პროფესიას და გაიაროთ ტრეინინგები შემდეგი მიმართულებით:

  • FRONT-END DEVELOPMENT
  • REACT
  • BACK-END DEVELOPMENT
  • Data Analytics
  • FRONT-END DEVELOPMENT კურსი: განკუთვნილია დამწყები პროგრამისტებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ ვებ დეველოპმენტი ან/და გაიღრმავონ არსებული ცოდნა ამ სფეროში.

სარეგისტრაციო ბმული

REACT-ის კურსი: არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში, იგულისხმება HTML, CSS და Javascript -ის საწყისები. აქვს ინგლისურის საკმარისი ცოდნა, რათა თავისუფლად შეძლოს წაიკითხოს და გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია. აქვს მოტივაცია ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკულ მაგალითებზე.

 სარეგისტრაციო ბმული 

 BACK-END DEVELOPMENT კურსი: განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე.

სარეგისტრაციო ბმული 

 Analytics-ის კურსი: განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს კარგად განვითარებული ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება და დაინტერესებულია მონაცემთა ანალიტიკით.

სარეგისტრაციო ბმული

დეტალური ინფორმაციის მისაღებად თითოეულ კურსზე გადადით მოცემულ ბმულებზე.

თითოეულ მონაწილეს შეუძლია ერთ კურსზე რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 ნოემბერი

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა