ბსუ-ს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ეწვია

სურათი

ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი სტუდენტებს,  პროფესორ-მასწავლებლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. დიპლომატმა ისაუბრა პაკო სვიმონიშვილის შესახებ, რომელმაც თარგმნა  ავსტრიელი პოეტის, როზე აუსლენდერის ლექსები. შედგა ფილმის ჩვენება როზე აუსლენდერის შემოქმედებასა და მისი ქართული თარგმანების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა