ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა

სურათი

2022-2023 სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით  სრულად დაკომპლექტდა.  ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში ჩაირიცხა 1380 აბიტურიენტი. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და შეადგენს 98,6 %-ს. 156%-ით მოიმატა ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელს გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს.

 ბსუ-ს მოთხოვნადი პროგრამების ათეული

  • ფსიქოლოგია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ისტორია
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • სამართალმცოდნეობა
  • ქართული ფილოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • სტომატოლოგია
  • საჯარო მმართველობა
  • ეკონომიკა
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა